პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მოსმენა დასრულდა.
ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჯარისკაცების კვება, ჩაცმა, ბინებით დაკმაყოფილება, სარეზერვო სისტემის გამართვა და საკონტრაქტო პროფესიული ჯარი პრიორიტეტებს შორის დასახელდა. მინისტრის ტონი განსაკუთრებით მწვავე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით, რომელიც ოკუპაციის შემდეგ ქვეყნის მეორე გამოწვევად და მთავარ დესტრუქციულ ძალად გამოაცხადა. კრიტიკა დარბაზში არ მოუსმენიათ ადრესატებს, რომლებიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობენ, თუმცა კითხვა-პასუხის ფორმატის დროს მწვავე კითხვები მაინც დაისვა. „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები სამინისტროს ბოლოდროინდელი შესყიდვებით და მთავარ პოლიტიკურ თემებზე მინისტრის პოზიციით დაინტერესდნენ.
როგორ ჩაიარა „მინისტრის საათის“ ფორმატში პოლიტიკურმა დებატებმა, თეონა მანაგაძე გაგვაცნობს.