საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯარის დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ადგილი ჰქონდა სამხედროების კვებისთვის უვარგისი პროდუქტის გამოყენებას. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის უწყებაში ხარისხის კონტროლს ოთხი სხვადასხვა ქვედანაყოფი უზრუნველყოფს.