თავდაცვის მინისტრი ბოლო პერიოდში თავდაცვის ძალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე საუბრობს.
ლევან იზორიას განცხადებით, მედიასაშუალებების ნაწილის ეს ქმედება თავდაცვის უწყების დისკრედიტაციას ემსახურება.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ამის მიუხედავად, უწყება სიცრუის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლასა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებას გააგრძელებს.