თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო
თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. მინისტრი შეხვდა სამხედრო მოსამსახურეებს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.
თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცებს პირობების გაუმჯობესების შესახებ საკუთარი გეგმა გააცნო, რაც ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ყველა სამხედრო ნაწილში ყაზარმების გარემონტებას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კვების, დაზღვევის, სამხედრო უნიფორმის, სრული ეკიპირების ხარისხი გაუმჯობესდება. პირველი ნოემბრიდან სამხედროების ხელფასები გაიზრდება.