თავდაცვის მინისტრმა საგურამოში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა ლაზარეთს, სასადილოსა და გამშვებ პუნქტს. დასრულებულია ყაზარმის რეაბილიტაციაც, სადაც შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები და შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვა. ტერიტორიაზე ასევე მოეწყო სპორტული დარბაზი. დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად კი, სამხედრო ნაწილში გმირთა მემორიალი დაიდგა. ამჟამად, საგურამოს ბაზაზე შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სარეკრეაციო ზონის მოწყობა მიმდინარეობს.