თავდაცვის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს თავდაცვის მინისტრს.

ჯუანშერ ბურჭულაძე საკანონმდებლო ორგანოში ორმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, „საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფმა“, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის საკითხზე სასაუბროდ დაიბარა. ოპოზიციონერ დეპუტატებს აინტერესებთ, ვაზიანში სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, რა ბედი ელის   ვაზიანში სამხედრო ინფრასტრუქტურას და აეროპორტის მშენებლობით სუსტდება თუ არა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. თავდაცვის კომიტეტის დახურული სხდომის შემდეგ, მხარეებმა დამატებითი განმარტებები გააკეთეს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, თავდაცვის მინისტრისგან მათ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს, რასაც მმართველ გუნდში არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ვაზიანში სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობა საფრთხის შემცველი არ არის.