თავდაცვის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ლევან იზორიამ მოწვეულ სტუმრებს „მინისტრის დირექტივები 2019“გააცნო. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.
საუბარი დაგეგმილ ადგილობრივ და საერთაშორისო სწავლებებს შეეხო.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის და სამხედრო განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.