პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.
დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.
კანონმდებელთა კითხვები ძალოვანი უწყებების დაფინანსებას ეხებოდა. დეპუტატები ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და დაზვერვის სამსახურს საბიუჯეტო დაფინანსება გაეზარდოს.