საკრებულო დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

თბილისის საკრებულო დღეს 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი მილიარდ 21 მილიონით განისაზღვრა. ოპოზიციას პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რაც ძირითადად სოციალური მიმართულებებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილ ხარჯებს ეხება. ხელისუფლების ოპონენტები წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ უჭერენ და პროტესტის ნიშნად სხდომას არ დაესწრებიან.

თბილისის ბიუჯეტს, საკრებულოში დედაქალაქის მერი წარადგენს, რომელიც ამბობს, რომ 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიონი ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში ბევრი პროექტი განხორციელდება.