2020 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია. საკომიტეტო განხილვები ამ კვირიდან დაიწყება.

განხილვა, სავარაუდოდ, ცხარე დებატების ფონზე ჩაივლის, რადგან ოპოზიციას დოკუმენტის მიმართ არაერთი შენიშვნა აქვს. ოპონენტები საბიუჯეტო პარამეტრებს ჯერ დეტალურად არ გასცნობიან, თუმცა პროექტს წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში განიხილავენ და ფიქრობენ, რომ თუნდაც პენსიების კუთხით ხელისუფლებას უფრო მეტი ზრდის რესურსი ჰქონდა.

პარლამენტს შენიშვნების და რეკომენდაციების მოსამზადებლად დრო 22 ოქტომბრამდე აქვს, რის შემდეგაც პროექტი კორექტირებისთვის მთავრობას დაუბრუნდება.