საქართველოს თურქეთმა ნატო-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები გადასცა. ცერემონია ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ჯავშანმანქანები VURAN-ის აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატო-ს სტანდარტების შესაბამისია.
აღინიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა ამ ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.