ხავიერ კოლომინამ პარლამენტში შეხვედრები გამართა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე, დახურულ კარს მიღმა მოუსმინეს. ცნობილია, რომ საუბარი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შეეხებოდა. მანამდე ხავიერ კოლომინა ამავე საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ესაუბრა. ეს შეხვედრაც მედიისთვის დახურული იყო.