თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა ფიცი დადეს

ეროვნული თავდაცვის აკადემიის 93-მა კურსდამთავრებულმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალი ხერთვისის ისტორიული ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. წარჩინებულ კურსდამთავრებულებსა და ინსტრუქტორებს „საპატიო სიგელებიც“ გადაეცათ.