ტატუნაშვილის მამა სტრასბურგის სასამართლოში ინდივიდუალურ სარჩელს შეიტანს

არჩილ ტატუნაშვილის მამა აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ბოლომდე ინდივიდუალურ სარჩელს შეიტანს. ის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ ტატუნაშვილი წამების შედეგად გარდაიცვალა. ეს განცხადება გიორგი ტატუნაშვილმა სოფელ ივლიტაში გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

გიორგი ტატუნაშვილმა დაღუპულის ორგანოების გადმოცემის თემაზეც ისაუბრა.