საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებაზე ისევ უარს ამბობს.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარს ოჯახს ცხინვალში ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ გადასცემენ – ასეთია თვითაღიარებული პროკურატურის განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ადგილობრივი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ცხედარზე დაზიანებების კვალის არარსებობაზე საუბრობს და გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობას ასახელებს. ოფიციალურ თბილისს ამ ვერსიის არ სჯერა, პარლამენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვით გამოძიების დაწყებას უკვე სპეციალური რეზოლუციით მოითხოვს, რომელსაც მომდევნო კვირას უყრიან კენჭს. წერილი მზად არის საპატრიარქოშიც. ტატუნაშვილის საქმეში კათოლიკოს-პატრიარქი ერთვება.