ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადება

თითქმის შვიდწლიანი განხილვის შემდეგ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგვისტოს ომის საქმის გამოძიებას დასრულებულად აცხადებს.

მთავარი პროკურორი ახლა მთავარ მიზნად ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის იმ სამი წარმომადგენლის ადგილსამყოფელის დადგენას და სასამართლოს წინაშე წარდგენას აცხადებს, რომლებზეც თვეების წინ დაპატიმრების ორდერები გაიცა. ესენი არიან: მიხაილ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვი და დავიდ სანაკოევი, რომლებსაც ეთნიკური ქართველების მძევლად აყვანასა და წამებაში ედებათ ბრალი. რეზონანსულ საქმეში საუბარია ქართული სოფლების და საცხოვრებელი სახლების ძარცვა-განადგურებაზეც. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ომის დანაშაულებზე ძიების დასრულება ურთიერთბრალდებების მორიგი სერიის მიზეზი გახდა საქართველოში. მმართველი გუნდი საერთაშორისო სასამართლოში რეზონანსული საქმის მოგებას მთლიანად „ქართული ოცნების“ დამსახურებად აცხადებს და წინა ხელისუფლებას ცალკეული მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებს.

მანანა დევაძე გვეტყვის, რა რეაქციები მოჰყვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისში.