ოკუპირებული ტერიტორიების კულტურული მემკვიდრეობა

პროექტი ოკუპირებული რეგიონის არამატერიალური მემკვიდრეობის დასაცავად.

თევზაობა, ლუდის ხარშვა, ჭიდაობა, ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, ანგელოზობის დღესასწაულის აღნიშვნა – ის, რაც სოფელ კეხვის მკვიდრთა მრავალწლიანი ტრადიციაა, ვიდეო ჩანახატებში გაერთიანდა. ამ ფორმით ოკუპირებული სოფლიდან დევნილი და უკვე დღეს მშობლიური ადგილიდან შორს მცხოვრები ოჯახები საკუთარი ყოველდღიური ყოფის, ისტორიის, მემკვიდრეობის, ასაკოვანი ადამიანების მეხსიერების და წეს-ჩვეულებების მომავალი თაობებისთვის გაზიარებას ცდილობენ.