ქართული პოეზიის დღის აღსანიშნავად, თბილისის საკრებულოში პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. შემოქმედებით საღამოზე პოეტებმა და მწერლებმა ტარიელ ხარხელაურის ლექსები წაიკითხეს და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს, საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, პოეტს საკრებულოს სახელით მადლობის სიგელი გადასცეს. პოეტმა მისი შემოქმედებითი საღამოს ბანერზე სამახსოვრო ავტოგრაფიც დატოვა.