თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა.
„ლეიბორისტული პარტიის“ მხარდაჭერით შეკრებილი მძღოლები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ტაქსზე მომუშავეებმა უნდა აიღონ ლიცენზია, მანქანა კი თეთრად გადაღებონ. მათი თქმით, თეთრად გადაღებვის შემდეგ, მანქანა გასაყიდ ფასს დაკარგავს, რაც მათ დააზარალებს.