თაობა, რომელსაც ომი საკუთარი თვალით არ უნახავს - ფილმ „საზღვარის“ პერსონაჟები. „ზაფხულის კინოსკოლის“ მრავალფეროვანი პროგრამა, პროექტის მონაწილეები და ომის ფოტოქრონიკა
საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შექმნილი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება. ზაფხულის კინოსკოლა წელს კინემატოგრაფიით დაინტერესებულ მოზარდებს ცნობილი რეჟისორების ნამუშევრების ნახვასთან ერთად, საკუთარი ფილმის გადაღების შესაძლებლობასაც აძლევს. პროექტის მიმართ ინტერესი და მასში ჩართულობა მკვეთრად გაზრდილია.