ტანძიაში ადგილობრივები ხრამის ხეობასთან მორიგეობენ და "არ ემ ჯი გოლდს" სამუშაოების შეჩერებას სთხოვენ
ტანძიაში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივები უკვე მეოცე დღეა, ხრამის ხეობის ჩასასვლელთან მორიგეობენ და “არ ემ ჯი გოლდს“ სამუშაოების შეჩერებას სთხოვენ. აქციის მონაწილეებთან დღეს “შრომის პარტიის” ლიდერი ჩავიდა.
შალვა ნათელაშვილი მოსახლეობას შეხვდა, რის შემდეგაც იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც პროცესი უშუალოდ მიმდინარეობს. თუმცა, ხრამის ხეობაში ჩასული ნათელაშვილი “არ ემ ჯი გოლდის” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი კი ამ დრომდე სოფელ ტანძიაში აქციის მონაწილეებთან რჩება.