თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის

თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სრულყოფილი უფლებრივი, საკადასტრო მონაცემები შეიქმნება და იმ პირებს, ვინც თბილისში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ, აღნიშნული ხელშეკრულების შემდეგ ეს პროცესი გაუმარტივდებათ. აღნიშნული მონაცემების შექმნა 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოხდება. მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა და თბილისის მერმა მოაწერეს.