თანამშრომლობის მემორანდუმი „კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა“ და „კერძო კოლეჯების ასოციაციას“ შორის
„საქართველოს ბიზნესის აკადემიაში“ „კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა“ და „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ასოციაციები ერთობლივად გეგმავენ საერთო საგანმანათლებლო პროექტების წარმართვას, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებას, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფას, განათლების მართვის სისტემის დემოკრატიზაციას და შემდგომ განვითარებას.