ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სიჩუანის გუბერნატორმა მოაწერეს. მხარეები მიესალმებიან საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის – სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის დაწყებას და ამბობენ, რომ ამიერიდან ორ ქვეყანას შორის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა იხსნება, რომელიც ყველა მიმართულებით უნდა იქნას გამოყენებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში