ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრ „რუხი მოლში“ დღეს ხელი მოეწერა „საპარტნიორო ფონდსა“ და „იუესაიდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის თანახმად, საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს. სტარტაპერებს, რომლებიც საკუთარ ბიზნესს საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „საპარტნიორო ფონდისგან“ დაფინანსება გაუორმაგდებათ. გრანტის მოცულობა კი ჯამში ნახევარი მილიონი დოლარია.