თანამშრომლობის მემორანდუმი

ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და ევროპულ ბიზნესასოციაციას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით, მხარეები საქართველოში ბიზნესის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით ითანამშრომლებენ და ბიზნეს გარემოს გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას.

ირაკლი ლექვინაძემ ევროპული ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა და აპარატის საქმიანობის შესახებ  პრეზენტაცია წარუდგინა.