თანამშრომლობა ჩინეთსა და რუსეთს შორის

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა. შოიგუს თქმით, მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობები თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მაგალითია. შოიგუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, ნდობის, შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და საკვანძო საკითხებში მხარდაჭერის პრინციპებს. თავის მხრივ, ვანგ იმ თქვა, რომ ჩინეთი მზად არის გააძლიეროს კოორდინაცია რუსეთთან უსაფრთხოების საკითხებში.