ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ერთ სუბიექტს შეუძლია, რუსეთის პრეზიდენტს და არა უკრაინას, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ „სატელეფონო კარუსელს“ აწყობს და ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს „ბინძური ბირთვული ბომბის“ შესახებ ისტორიებით.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ კარგად იცის, „ვინ არის ამ ომში ყველა სიბინძურის წყარო“. უკრაინის ლიდერი მიიჩნევს, რომ ახლა მსოფლიომ მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს.