საქართველოში არასრულწლოვნებს შორის თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია.
ამ ასაკობრივ ჯგუფში წლიდან წლამდე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება ელექტრო სიგარეტზე. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ კვლევებთან შედარება აჩვენებს, რომ მსოფლიო ტენდენცია ჩვენს ქვეყანაზეც შესაბამისად აისახება. ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ შვიდი წლის წინ მიღებული კანონი გამკაცრდეს და მოზარდებში სიგარეტის მოხმარების მონაცემების შესამცირებლად ახალი რეგულაციები ამოქმედდეს. პარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო კვლევის შედეგებს ელოდება. მანამდე კი არსებული კანონმდებლობის გადახედვას არ ჩქარობს.