„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წევრები სარესტორნო ქსელების მფლობელებს შეხვდნენ და საჯარიმო სანქციების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წევრები სარესტორნო ქსელების მფლობელებს შეხვდნენ. ალიანსის ხელმძღვანელებმა კაფე-რესტორნების მეპატრონეებს კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციებისა და საკუთარი უფლებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა დისკუსიის ფორმატსაც მოიცავდა.
შეგახსენებთ, რომ თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის შესაბამისად, დახურულ შენობებში, მათ შორის კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებში მოწევა 2018 წლის 1 მაისიდან აიკრძალება.