„სახელმწიფო ენის შესახებ“კანონის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება

დედაქალაქის მერია სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დამრღვევების წინააღმდეგ აღსრულებას ამკაცრებს. შესაბამისი დავალება კახა კალაძემ დღეს ზედამხედველობის სამსახურს მისცა.

თბილისის მერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ამას კონკრეტული დადებითი ეფექტი არ მოჰყვება, ის საკანონდებლო რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

მარიამ აფციაური თემის დეტალებით.