მსახიობ თამარ სხირტლაძის 90 წლის საიუბილეო საღამო. ღონისძიება მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა.
იუბილარმა მსახიობ ქეთი ჩხეიძესთან ერთად სპექტაკლიდან „სარკე“ ნაწყვეტი ითამაშა.
თეატრისა და კინოს ვარსკვლავს ელისაბედ ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოც გადაეცა.
თამარ სხირტლაძე 1975 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.