პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში

მარჯანიშვილის თეატრში „მაკბეტს“ დგამენ.

პრემიერა ხვალ გაიმართება. რეჟისორი სპექტაკლს შექსპირის ცნობილი ნაწარმოების ახალი თარგმანის მიხედვით დგამს. მორიგ თეატრალურ ვერსიაში გარკვეული სიახლეებია.

შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე პიესა, მარჯანიშვილის თეატრში ორ მოქმედებად იქნება წარმოდგენილი. თეატრის დასის წევრებთან ერთად სპექტაკლში მოწვეული მსახიობებიც მონაწილეობენ.