ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში კრიზისული სიტუაციების დროს, როგორიცაა ხელოვნური კატასტროფები, ძარცვა, წყალდიდობა, და ხანძარი, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის შესახებ პრაქტიკული ვორქშოფი ჩატარდა. მონაწილეობა კონკურსის შედეგად შერჩეულმა 22-მა სპეციალისტმა მიიღო. ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორცაა კულტურული მემკვიდრეობა რისკის ქვეშ, კატასტროფების რისკების მართვა და სცენარები, საგანგებო სიტუაციების მომზადება და დაგეგმვა, სწრაფი რეაგირება, გადაუდებელი ევაკუაცია, აღდგენა.