კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ ოფისში მენაშენეთა შიმშილობის აქცია უკვე მეოთხე დღეა გრძელდება.
მენაშენეები მშენებლობის დასრულებას მოითხოვენ. ისინი ხვალ თბილისის მერს შეხვდებიან და საკუთარ ხედვას წარუდგენენ.
მენაშენეები მათსა და ახალ ინვესტორს შორის შუამავლობას მერიისგან ითხოვენ. ისინი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობენ და განმარტავენ, რომ კომპანიას ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომ სამშენებლო კომპანია შეეცვალა, თუკი ის მშენებლობის დასრულებას ვერ შეძლებდა.