სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ მერაბიშვილი და სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სუს-ის ინფორმაციით, ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან და შესაბამისი წვრთნების შედეგად, სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსმა წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა. ღონისძიებას ახალწვეულების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.