რეკრუტებმა და წვევამდელებმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს

18:22, 26.05.2018

საზეიმო ვითარებაში დადეს სამხედრო ფიცი 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა. დედაქალაქის გარდა, საპატიო ცერემონია შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა.

ჯარისკაცების ნაწილი სიმბოლურად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი სამხედრო მოსამსახურეების ფორმებით და იარაღით იყო წარმოდგენილი. ფიცი ქვეყნის მთავარსარდალმა ჩაიბარა.

წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ჯარიკაცებს. იყო სიტყვით გამოსვლებიც. დამოუკიდებლობის იუბილე ლიეტუვას პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს ქართულად მიულოცა.

 

მსგავსი