ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონია

13:29, 31.05.2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.

სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსმა წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, მადლობის სიგელები გადასცა. ღონისძიებას ახალწვეულების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მსგავსი