სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში 11 პირის მოწამვლის მიზეზი სალმონელას ჩხირი გახდა.
შეუსაბამობის გამო რესტორან-ლუდის ქარხანა „ჩემო კარგოს“ საწარმოო პროცესი გარკვეული პერიოდი შეჩერებული ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, სალმონელას ჩხირი კომპანია „ბიუ ბიუს“ ქათმის ხორცში აღმოჩნდა. ამ ხორცის დამუშავების დროს დარღვევები აღმოჩნდა კვების ობიექტშიც. კომპანია „ბიუ-ბიუში“ დარღვევებს გამორიცხავენ.
თამარ ნადარეიშვილი განაგრძობს თემის დეტალებზე საუბარს.