აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში გრძელდება.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიის წარმომადგენლებს ამ დროისათვის გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა. დამუშავებულია 2 ათასზე მეტი ჰექტარი. ასევე აჭარის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში დამონტაჟებულია 50 ათასზე მეტი, „მოიზიდე და გაანადგურე“, სადგური.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, წელს გაზრდილია ტექნიკური შესაძლებლობებიც და მობილიზებულია 250 სპეციალიზებული ტექნიკა.