სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტერიალი ბერლინში

ქართული სტენდი ბერლინში.

გერმანიის დედაქალაქში მწვანე კვირეული მიმდინარეობს, სადაც სურსათის სფეროში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. მთავარ პრობლემად უკრაინის ომის გამო შექმნილი მწვავე სასურსათო კრიზისი და კლიმატური ცვლილებები სახელდება. ეწყობა გამოფენაც, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან ჩასული მეწარმეები საკუთარ პროდუქციას და ნაწარმს წარმოადგენენ.

„მწვანე კვირეული“ საქართველოსთვის საექსპორტო გზების მოძიების ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაცაა.