ე.წ. სუპერსამშაბათის შედეგები ცნობილია.
წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკური პარტიიდან“ ამერიკის პრეზიდენტობისთვის დონალდ ტრამპი იბრძოლებს. ექს-პრეზიდენტმა 15-დან 12 შტატში გაიმარჯვა. „დემოკრატების“ კანდიდატებს შორის კი ჯო ბაიდენი 15-ვე შტატში ლიდერობს. საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა ტრამპის მთავარი კონკურენტი ნიკი ჰეილი. შიდა პარტიული არჩევნების ფონზე თეთრი სახლის მოქმედი და ყოფილი ლიდერები ურთიერთბრალდებებს კიდევ უფრო ამძაფრებენ. პრაიმერიზში წარმატების მიუხედავად, ბაიდენს და ტრამპს საკუთარი პარტიების ელექტორალური მხარდაჭერის კუთხით გარკვეული გამოწვევები აქვთ დასაძლევი.