სულხან საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება გაბაშვილის ბაღში
სულხან საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა გაბაშვილის ბაღში. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა, ქართველი მწერლის, მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის ძეგლი გვირგვინით შეამკეს და მისი შემოქმედება გაიხსენეს.
სულხან საბას მოღვაწეობაზე ისაუბრეს ღონისძიების ორგანიზატორებმაც. საღამო საერთაშორისო საქველმოქმედო “მამულიშვილთა გახსენების ფონდის” ორგანიზებით ჩატარდა.