„დიპლომატიური ტური“ ჯიღაურაში

3 ნოემბერს,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართული დიპლომატიის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება. საგარეო უწყებამ პროფესიული დღესასწაული ჯიღაურას სამეცნიერო კვლევით ცენტრში აღნიშნა, სადაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის „დიპლომატიური ტური“ გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში, 2019 წლის განმავლობაში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის, ქართველ დიპლომატებს, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მადლობის სიგელები გადაეცათ.

მინისტრის განცხადებით, უკვე ინიცირებულია და ახლო მომავალში დაწესდება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პროფესიული ჯილდოც.