დიდ საკონცერტო დარბაზში „სუხიშვილების“ საკონცერტო სერიების დასკვნითი საღამო გაიმართა. ოთხი დღის განმავლობაში ანსამბლმა მაყურებლის წინაშე ტრადიციული ცეკვები და ახალი ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინა. საღამო, სადაც დასის სრული შემადგენლობა და ანსამბლის მუსიკოსები მონაწილეობდნენ, დიდი ილიკო სუხიშვილის დაბადებიდან 116 წლის იუბილეს მიეძღვნა.