სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე საქართველოში თვითმკვლელობების მაჩვენებელი მზარდია.
გახშირებული სუიციდის ძირითად მიზეზებს შორის სპეციალისტები ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას და მძიმე სოციალურ პირობებს ასახელებენ. საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულების მიუხედავად, სუიციდის თავიდან აცილების სახელმწიფო გეგმა დღემდე არ არის მომზადებული. ეს მაშინ, როცა მსგავსი სტრატეგიის შემუშავების რეკომენდაცია ქვეყანას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგანაც კი აქვს მიღებული.
განმარტებების მოსმენა დღეს ჯანდაცვის სამინისტროსგან ვცადეთ, თუმცა, უპასუხოდ დარჩა კითხვა, რა ეტაპზეა გეგმის მზადების პროცესი.