სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ისევ ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმა ისმის. დასავლური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას 528 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 411 მშვიდობიანი მოქალაქეა. ხარტუმის ზოგიერთი უბნის მოსახლეობა აცხადებს, რომ შეიარაღებული პირები საცხოვრებელ სახლებს არბევენ. საბრძოლო მოქმედებების შედეგად 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაშავებული.