ქართული დოკუმენტური კინო მემკვიდრეობა საფრთხეშია.
კინოსტუდია „მემატიანეს“ ხელმძღვანელობა ეროვნული კინოცენტრის დირექტორს უპირისპირდება. უთანხმოების მიზეზი კინოსტუდიის საცავში დაცული 30 000-მდე კინოფირია, რომელთა ციფრულ მატარებლებზე გადატანა და კომერციალიზაციაში ჩართვა უსახსრობის გამო ვერ ხერხდება. „მემატიანე“ ამტკიცებს, რომ 2017 წელს გამოყოფილი ნახევარ მილიონამდე ლარი ისტორიული ფირების შესასწავლადაც კი არ იყო საკმარისი.
ვისი პასუხისმგებლობაა ქართული დოკუმენტური კინო მემკვიდრეობის გადარჩენა. სტუდია „მემატიანეს“ დირექტორი ფინანსურ პრობლემებთან ერთად ფირსაცავში ტემპერატურული ბალანსის დაუცველობის პრობლემაზეც საუბრობს. ეროვნული კინოცენტრი პასუხისმგებლობას იხსნის, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ კი განმარტავენ, რომ სწორედ ფირსაცავში არსებული მდგომარეობის გამო ფირების დაცვის მიმართულებით „ქართულმა ფილმმა“ სერტიფიკატი ორჯერ აიღო.