სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემა

ისევ გადაუჭრელი რჩება რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების საცხოვრებლის პრობლემა.

ქირის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად არის გაზრდილი, რაც სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. პანდემიური შეზღუდვები მოხსნილია, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტებს აუდიტორიებში მოუწევთ სწავლა, ეს კი მათ საცხოვრებელი ფართების დროულად მოძებნას ავალდებულებს. პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ უნივერსიტეტების უმრავლესობას სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებიც არ გააჩნია.