სტუდენტური კინოფესტივალი

10-დან 15 ოქტომბრამდე თბილისი საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს მასპინძლობს.

2023 წელს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, შესაბამისად პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანია. ფილმების ჩვენებების გარდა, გაიმართება ფორუმი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს. პლატფორმის მიზანი დამწყები რეჟისორებისა და პროდიუსერების განვითარებაში ხელი შეწყობაა. სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდებიან.